აბუ-დაბის სკანდალი - არაბულ ციხეს სასწაულით გადარჩენილები პარლამენტში გამოჩნდნენ

27.01.25 20:59
აბუ-დაბის სკანდალი - არაბულ ციხეს სასწაულით გადარჩენილები პარლამენტში გამოჩნდნენ

აბუ-დაბის სკანდალის შემდეგ, ირაკლი ზარქუა დღეს სამსახურში პირველად გამოჩნდა, თუმცა "ტვ პირველის" მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა ვერ შეძლო. "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის ყველაზე რთული პასუხ გასაცემი შეკითხვა მაინც ის აღმოჩნდა, რატომ დასჭირდა ერთი დღე იმის გასაცნობიერებლად, რომ მონის და მოღალატის დაძახებაზე პასუხი უნდა გაეცა.

ზარქუას განმარტებით, ქართველობა და ღირსება მას ავალდებულებდა შეურაცხყოფაზე რეაგირება მოეხდინა, თუმცა ეს ყველაფერი ზარქუამ მომხდარიდან ერთი დღის შემდეგ გაიაზრა.  ირაკლი ზარქუას მედიასთან არ სურს იმის აღიარება, რომ აბუ-დაბის ციხეში დღე ნახევარი გაატარა.

თავს ვერ იმართლებს, რატომ უარყო გიორგი გოგოლაძესთან მეგობრობა, რომელმაც "ოცნების" დეპუტატების დასაცავად თეფში რესტორნის პერსონალს მოახვედრა. მართალია, "ოცნების" დეპუტატები უკვე საქართველოში იმყოფებიან, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, საქმე ბოლომდე ჯერ არ დასრულებულა და ქალი, რომლის მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებითაც ირაკლი ზარქუამ ჩხუბი გამართა, მის წინააღმდეგ ჩივილს აპირებს. 

სამსახურში გამოცხადდა ვიქტორ სანიკიძეც. სათქმელი მასაც არაფერი აქვს. სანიკიძე ისეთივე დუმილის უფლებას იყენებს, როგორც აბუ-დაბის ინციდენტის დროს დუმდა. არ ამბობს, ვინ და რამდენი გადაიხადა აბუ-დაბის ციხიდან მათ გამოსახსნელად. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.