უარი მანდატების გაუქმებაზე - დასრულდება თუ არა ოპოზიციის იძულებითი დეპუტატობა

27.01.25 21:07
უარი მანდატების გაუქმებაზე - დასრულდება თუ არა ოპოზიციის იძულებითი დეპუტატობა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი არალეგიტიმურ პარლამენტში ისე დაიწყო და ისე დასრულდა, რომ ოპოზიციის ლიდერების განცხადებები არც კი განუხილავს. უკვე ორ თვეზე მეტია, ივანიშვილის დეპუტატები კანონს არღვევენ და ხელოვნურად აჭიანურებენ მანდატების გაუქმების საკითხს.

"ქართული ოცნება" მძიმე პოლიტიკურ კრიზისშია. ვერც ერთი პარტიიდან ვერც ერთი დეპუტატი არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლაზე ვერ დაიყოლია, ახლა მხოლოდ პროცედურული მანიპულაციის გზა დარჩა, რომ მანდატები არ გააუქმოს.

ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტში "ქართულ ოცნებას" სათადარიგო გეგმა აქვს. დღეს ლევან მაჭავარიანს წამოსცდა, რომ გეგმავენ ნაწილ-ნაწილ განიხილონ ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები.

ნაწილს შეუჩერებენ, ნაწილს კი ისევ დაუტოვებენ მანდატს. "ქართული ოცნება", რომელმაც ოპოზიცია ვერ გატეხა, ახლა ამ გზით ცდილობს ვინმე მაინც შეიტყუოს არალეგიტიმურ პარლამენტში. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.