"საქართველოში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა" - ევროპელი პოლიტიკოსი

27.01.25 20:30
"საქართველოში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა" - ევროპელი პოლიტიკოსი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატების პარალელურად, ევროპელი პოლიტიკოსები მაღალი ტრიბუნიდან აცხადებენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია დრამატულად შეიცვალა. 

"დღეს დილით ასამბლეამ განიხილა საქართველოს მანდატის დელეგაციის გაწვევა" - ამბობს წამყვანი პოლიტიკოსი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მონიტორინგის კომიტეტი საკუთარ მოსაზრებას მომდევნო 24 საათში გაასაჯაროებს. 

სიტუაცია დრამატულად შეიცვალა საქართველოში. მონიტორინგის კომიტეტი აკვირდებოდა განვითარებულ პროცესებს ოქტომბრის შემდეგ. დღეს დილით ასამბლეამ განიხილა საქართველოს მანდატის დელეგაციის გაწვევა. მონიტორინგის კომიტეტი საკუთარ მოსაზრებას მომდევნო 24 საათში გაასაჯაროებს რეზოლუციის სახით. გასულ იანვარს ჩვენ შევუჩერეთ აზერბაიჯანის დელეგაციის მანდატი, რადგან მონიტორინგის კომიტეტმა გამოავლინა სერიოზული დარღვევები დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.  აზერბაიჯანი არ ითვალისწინებდა კომიტეტის მოსაზრებებს და პერსონა ნონგრატად გამოაცხადეს ასამბლეის 76 წევრი", - ამბობს ევროპელი პოლიტიკოსი. 

როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები - უმძიმესი დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ წუთებში მიმდინარეობს. ოლიგარქის რეჟიმს ავტოკრატიული წესებით ქვეყნის მართვაში ადანაშაულებენ. ამხელენ არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების ცემაში, დაშინებაში და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაში.