კალასი: ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - ვისაუბრეთ, რა უნდა ვქნათ მეტი, რა ნაბიჯები გადავდგათ

27.01.25 20:43
კალასი: ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - ვისაუბრეთ, რა უნდა ვქნათ მეტი, რა ნაბიჯები გადავდგათ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, კაია კალასმა პრესკონფერენცია მოაწყო. 

როგორც ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განაცხადა, ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების შემდეგ, ევროკავშირი ფიქრობს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას კიდევ იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებაზე" წნეხი გააძლიეროს. 

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხედავთ დიდ შეშფოთებას იმის შესახებ, რაც ხდება" - თქვა კაია კალასმა. 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ხედავთ დიდ შეშფოთებას იმის შესახებ, რაც ხდება. ამიტომაც დღეს ვისაუბრეთ ამაზე, რა უნდა ვქნათ მეტი, რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ სიგნალები გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას. ის ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით ევროკავშირის გზის კუთხით. ვიმსჯელეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ უფრო მეტი. უვიზო რეჟიმის შეჩერება კონკრეტული ჯგუფებისთვის დღეს მიღებულ იქნა. ახლა წევრ ქვეყნებს ევალებათ, ეს შიდა წესებში დანერგონ. ასე რომ, ესაა როგორ მუშაობს ევროპა საქართველოს მიმართულებით", - განაცხადა კაია კალასმა. 

ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა - ამის შესახებ საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.