ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ბულაი

27.01.25 20:51
ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - ბულაი

"ყველაფერი, რაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს" - ამის შესახებ PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა იულიან ბულაიმ განაცხადა.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს იულიან ბულაიმ "ქართულ ოცნებას" სინდისის პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის.

საქართველოში არჩევნების შემდგომი მდგომარეობა შემაშფოთებელია. ქვეყანა ავტოკრატიისკენ მიდის, არჩევნების შემდეგ ვითარება არ უმჯობესდება. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და ორი მოწოდება გავაკეთო: პირველი, 53 პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა. ერთი მათგანი, ჟურნალისტი კი 16 დღეა შიმშილობს. მეორე, ყველაფერი რაც არჩევნების შემდეგ მოხდა ამ არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და საშუალებას აძლევს ამ ასამბლეას, რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ძალასთან დიალოგში, ახალი არჩევნებისთვის მუშაობისკენ მოუწოდოს, რათა ხელისუფლებას მმართველობისთვის უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს და პარლამენტმა ფუნქციონირება შეძლოს. ასევე, დეპუტატები, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების აქ წარმოდგენილები იყვნენ“, - განაცხადა იულიან ბულაიმ. (თარგმანი - IPN)

როგორ გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები - უმძიმესი დებატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამ წუთებში მიმდინარეობს. ოლიგარქის რეჟიმს ავტოკრატიული წესებით ქვეყნის მართვაში ადანაშაულებენ. ამხელენ არჩევნების გაყალბებაში, ადამიანების ცემაში, დაშინებაში და ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაში.