"მზია ამაღლობელი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!" - ჰაკერი
გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს, მზია ამაღლობელს გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, ტომას ჰაკერი სოლიდარობას უცხადებს.
გერმანელი პოლიტიკოსი მოითხოვს, რომ დაკავებული ჟურნალისტი, რომელიც პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
მზია ამაღლობელი დააკავეს და გაჩუმება აიძულეს. მისი დაკავება და არაადამიანური მოპყრობა პატიმრობაში არღვევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძირითად სტანდარტებს. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს!". - წერს ჰაკერი.