უილსონი: ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს

27.01.25 22:55
უილსონი: ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

  • საუბარია ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, რომელმაც შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბრიუსელში ბიუროკრატებმა და სოროსის ქსელმა საქართველოს მთავრობაზე თავდასხმა უნდა შეწყვიტონ".

ამერიკის შეერთებული შტატების გარემოცვის წევრი წერს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს.

სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი ორბანი ცდება. „ჩინეთის კომუნისტური პარტიისა“ და ირანის რეჟიმის გულითადი მეგობარი ბიძინა ივანიშვილი სინამდვილეში სოროსს კარგად იცნობს“, - წერს ჯო უილსონი.

მსგავსი სიახლეები