რომ არა პროტესტი, ქოცური, ჩაბნელებული ავტოკრატიისკენ მივალთ - ცისკარიშვილი
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი "ტვ პირველის" ეთერში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი რომ არ გამოსულიყო, ქვეყანა "ჩაბნელებული, ქოცური ავტოკრატიისაკენ" წავიდოდა.
რომ არა პროტესტი, რომ არა მზია, რომ არა ეს ხალხი, "ოცნება" მოახერხებდა და ამოქოლავდა ყველაფერს და გავხდებოდით ბელორუსის მსგავსი ტიპის ქვეყანა. იგივე მოწყობის, იგივე კანონების, იგივე იზოლაციის. ეს პროტესტი თუ მინელდა, მიიწურა და დასრულდა, ისევ იმ კალენდარს დავუბრუნდებით. საბოლოო ჯამში ჩაბნელებული, ქოცური, ავტოკრატიისკენ მივალთ, სადაც აღარც მედია იარსებებს და აღარც სამოქალაქო სექტორი", - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.