ელჩი: მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია

28.01.25 11:19
ელჩი: მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია

სანქციებზე საუბარი გაგრძელდება - განცხადება ამის შესახებ  საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გააკეთა. 

პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ამბობს, რომ EU-ს წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით საუბარი უკვე გაიმართა. 

მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, საუბარია პერსონალური სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით.

საქართველოში ევროკავშირის ელჩი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესაც შეეხო და თქვა, რომ "ნეტგაზეთისა" და ბათუმელების" დამფუძნებელი  კრიმინალური ბრალდებით იმყოფება ციხეში, მაშინ, როცა არავის დაუკავებია ნიღბიანი კაცები, რომლებიც ქალებს პირდაპირ ეთერში სცემდნენ: 

ჩვენ უკვე ვესაუბრეთ წევრ სახელმწიფოებს სანქციების წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პერსონალური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, დაშინებაზე და მიმდინარე დარღვევებზე კანონების კუთხით. ჩვენ გვაქვს ძალის დისკრიმინაციული გამოყენება, გვაქვს სასამართლოს სისტემის ნდობის ეროზია, შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინა პატიმრობაში იმყოფება კრიმინალური ბრალდებით, შუახნის ასაკის ქალი, რომელსაც ბრალს დებენ პოლიციელზე თავდასხმაში. ყველა ჩვენგანმა ვნახეთ ტელევიზორში სასტიკი ცემა, როცა ქალებს ნიღბიანი კაცები სცემდნენ და არავინ დაუკავებიათ. ეს არის უპრეცედენტო, ამიტომაც, წევრ სახელმწიფოებს შორის საუბარი სანქციებზე გაგრძელდება"- თქვა ელჩმა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და პროტესტის მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

მას პოლიციელზე თავდასხმა ედება ბრალად, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

 მზია ამაღლობელი 17-ე დღეა, შიმშილობს. 

ასევე ნახეთ: