პაველ ჰერჩინსკი: "საქართველოს ადრინდელი წარმატება განადგურდა"
"საქართველოს ადრინდელი წარმატება განადგურდა" - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
დიპლომტმა განცხადება რუსული კანონის შესახებ დასმულმა კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
მისი თქმით, მაშინ საქართველოს ყველა პარტნიორმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უთხრეს "ქართულ ოცნებას", ეს არ გაეკეთებინა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ერთადერთი, სადაც ე.წ. აგენტების კანონს მხარდამჭერები ჰყავდა ეს რუსეთი იყო:
მიუხედავად დაპირებებისა, მმართველმა პარტიამ მიიღო აგენტების კანონი, ამასაც მოჰყვა პროტესტი, საქართველოს ყველა პარტნიორმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უთხრეს ქართულ ოცნებას, ეს არ გაეკეთებინა, იყო მხოლოდ ერთი ადგილი სოლიდარობის და მხარდაჭერის მოსკოვი. მათ ხმას მისცეს ამ კანონს. 30 გვერდი არსებობს არგუმენტების, რატომ ზღუდავს ეს კანონი სიტყვის თავისუფლებას, რატომ დაარტყამს ის სამოქალაქო საზოგადოებას , მაინც მიიღეს აგენტების კანონი. ვფიქრობ, ორი მთავარი მიზეზია, რატომ იყო ლიდერი საქართველო გაფართოების პროცესში - ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიონალი ადმინისტრაცია. ახლა კი სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებენ და სამსახურებიდან ათავისუფლებენ საჯარო მოხელეებს. ამიტომ განადგურდა საქართველოს ადრინდელი წარმატება"- განაცხადა ელჩმა.