გეგელია: სტრასბურგში მებრძოლმა ქართულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა

28.01.25 19:56
გეგელია: სტრასბურგში მებრძოლმა ქართულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ სტრასბურგში მებრძოლმა ქართულმა დემოკრატიამ გაიმარჯვა.

მისი თქმით, ეს არის ყველა იმ მშვიდობიანი მოქალაქის მიღწევა, ვინც სამოც დღეზე მეტია, დაუღალავად იცავს სამშობლოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით, რომ საქართველოს დელეგაცია აღიარებული იქნას მხოლოდ იმ პირობით, რომ აპრილამდე დაინიშნება ახალი არჩევნები, გათავისუფლდება აქციებზე დაკავებული პოლიტპატიმრები და გამოძიებული იქნება რეპრესიული აპარატის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება. 

ერთი მხრივ, სამწუხაროა, რომ საქართველოს ისტორიაში დადგა დღე, როდესაც ქართული სახელმწიფო დელეგაცია აღარ მიიღება ცივილიზებული მსოფლიოს რიგებში. მეორე მხრივ, ეს არის საკადრისი პასუხი “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ბანდ-ფორმირების პასუხად. 

ეს არის ყველა იმ მშვიდობიანი მოქალაქის მიღწევა, ვინც სამოც დღეზე მეტია დაუღალავად იცავს სამშობლოს. უპირველეს ყოვლისა, ეს რეჟიმის ტყვეების მიღწევაა, ვისაც მალე გავათავისუფლებთ. 

ამავე დროს, მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს არის ოთხი კოალიციის მრავალთვიანი ერთობლივი დაუღალავი შრომის შედეგი და კარგი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ერთიანი ძალისხმევა, განხვავებული პოლიტიკური ძალების თანამშრომლობა და ჩვენ მიერ გაღებული საერთო ძალისხმევა, ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ინტერესების დასაცავად.

“ქართული ოცნების” წარუმატებელ, უუნარო და უფლებაშეზღუდულ დელეგაციას ვუსურვებ სტრასბურგიდან პირდაპირ თეირანში გაემგზავროს, რადგან მათი კუთვნილი ადგილი ჰეზბოლასა და ჰამასის გვერდითაა და ევროსაბჭოში, რომელმაც რუსულ ბანდ-ფორმირებას ცხვირწინ მოუჯახუნა კარი“, - აცხადებს გეგელია.

მსგავსი სიახლეები