აქცია მიხეილ მესხის სტადიონთან - კობახიძემ თავისუფალი მედიისთვის კარი ჩარაზა (ფოტო/ვიდეო)
ხმაურია ამ წუთებში, ლოკომოტივის სტადიონზე, სადაც ირაკლი კობახიძე სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე არ უშვებენ, ონლაინ მედიის წარმომადგენლებს და გამომძიებელ ჟურნალისტებს.
ფეხბურთს ფედერაციასთან მისული ჟურნალისტები სკანდირებდნენ: "თავისუფლება მზია ამაღლობელს".
ისინი გამოცემა „ბათუმელების" დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის სასწრაფოდ გათავიუფლებას ითხოვენ.
სტადიონის შესასვლელის კარი ბოქლომით არის ჩაკეტილი.
შიმშილობის მეთვრამეტე დღეა, ეს არის ყველაზე საშიში ფაზა, ხედავთ, როგორი სისასტიკე გამოაჩინა ამ ხელისუფლებამ. "მშვიდობა, მშვიდობა" იძახა და ომი გამოუცხადა მთელს ქვეყანას! მზიას კლავენ, მზიას მკვლელობა ამ ომის ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ვითომ მშვიდობის ქურქში შეფუთა. ჩვენ უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ისინი იცავენ სკამებს, ისინი იცავენ შავ ფულს" - განაცხადა "ტვ პირველთან" ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.