ვინ უსმენდა ფარულად მღვდლებს? - "ტვ პირველმა" სუს-ის მაღალჩინოსნის ვინაობა დაადგინა

13.09.21 15:01
ვინ უსმენდა ფარულად მღვდლებს? - "ტვ პირველმა" სუს-ის მაღალჩინოსნის ვინაობა დაადგინა

სკანდალური ფარული ჩანაწერები - გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერების თანახმად, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებას მეორე სამმართველო კურირებდა. 

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, უკანონო მიყურადებისთვის სუს-ში 9 კაციანი სპეციალური ჯგუფიც კი იყო შექმნილი, რომელსაც ნიკოლოზ კალაძე ხელმძღვანელობდა.  

მეტი დამაჯერებლობისთვის, სავარაუდოდ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნული პირების პირადი ნომრები და მობილური ტელეფონებიც კი არის მითითებული. 

გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, სწორედ ნიკოლოზ კალაძე აძლევდა მითითებებს ჯგუფის წევრებს, ვისთვის უნდა მოესმინათ და ეთვალთვალათ. 

"ტვ პირველი" კალაძეს დაუკავშირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მან უკანონო მიყურადების საკითხის შესახებ ჩვენი ჟურნალისტის კითხვა მოისმინა, მობილური ტელეფონი გამორთო. 

ინტერნეტში გავრცელდა ფაილები, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ ეს სუს-ის მოსმენების ამსახველი დოკუმენტებია.

 

მსგავსი სიახლეები