ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელარუსს არ უდებს ტოლს - გვარამია

29.01.25 21:48
ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელარუსს არ უდებს ტოლს - გვარამია

"ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც გვარამია აღნიშნავს, "რეზოლუციის მოკლე შინაარსია - ცეცხლი ოლიგარქიას".

ევროსაბჭომ საქართველოზე ისეთი რეზოლუცია მიიღო, რუსეთს, აზერბაიჯანს და ბელორუსს არ უდებს ტოლს.

ევროკავშირში მიგვიღებენ კი არა, ევროსაბჭოდანაც გაგვრიცხავენ, ქოცები თუ არ გადავცალეთ სანაგვეში.

რეზოლუციის თანახმად:

"ქართულ ოცნებას" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შერჩა დელეგაციის ყოლის ფორმალური უფლება, თუმცა ასამბლეის წევრის ფაქტობრივად ყველა ფუნქცია და პრივილეგია ჩამოერთვა.

რაც მთავარია, აპრილში მათი უფლებამოსილების საკითხთან დაბრუნებამდე, "ოცნებას" აქვს შემდეგი პირობები:

  1. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ცესკოს პირობებში;
  2. პოლიტიკური პატიმრების გამოშვება აპრილამდე;
  3. მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა და ძალადობის დასრულება;
  4. რუსული კანონის მთლიანად გაწვევა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება;
  5. განაგრძოს ევროინტეგრაცია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმების გატარების საფუძველზე.

P.S. რეზოლუციის მოკლე შინაარსი: ცეცხლი ოლიგარქიას!". - წერს ნიკა გვარამია. 

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები