როთი: "PACE საქართველოში მმართველ რეჟიმს ცხად "მესიჯს" უგზავნის"

29.01.25 22:17
როთი: "PACE საქართველოში მმართველ რეჟიმს ცხად "მესიჯს" უგზავნის"

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი PACE-ის მიერ საქართველოზე დღეს მიღებულ რეზოლუციას ევროპის საბჭოს მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის "ცხად მესიჯად" აფასებს. 

"რა სირცხვილია! თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები გარდაუვალია" - წერს მიხაელ როთი პლატფორმა X-ზე. 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხად "მესიჯს" უგზავნის საქართველოში მმართველ რეჟიმს: შეწყვიტეთ დემოკრატიის ჩამოშლა!

ავტორიტარიზმისკენ გზა უნდა შეწყდეს! თქვენ საქართველოს იზოლირება მოახდინეთ!

თქვენ იგივე ლიგაში თამაშობთ, სადაც რუსეთი და აზერბაიჯანი.

რა სირცხვილია! თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნები გარდაუვალია!” - წერს როთი.

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.

PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

მსგავსი სიახლეები