ევროსაბჭოში ქართველმა ხალხმა რუსეთზე გაიმარჯვა - სამადაშვილი
ხელახალი არჩევნების ჩანიშვნისა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ ევროსაბჭოში დამტკიცებულ რეზოლუციას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი ქართველი ხალხის მიერ რუსეთზე გამარჯვებად მიიჩნევს.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროკავშირს ეფექტური და შედარებით უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ფინანსებზე დაარტყამს.
"რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს ფინანსურად" - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ევროსაბჭოში ქართველმა ხალხმა რუსეთზე გაიმარჯვა... მე აქედან მივემგზავრები ბრიუსელში. რაც სტრასბურგში მოხდა, მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმაც უფრო გაბედულად იმოქმედოს. არ არის საკმარისი, რაც აქამდე გააკეთეს. აღმასრულებელმა ორგანოებმაც უნდა მოძებნონ გზები, რომ ბიძინა ივანიშვილს დააჭირონ იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა. ეს არის ფული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პოლიტიკური წნეხი, ფინანსურ წნეხზე გადაიქცეს. რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს ფინანსურად", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო.
PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.