"ოცნების" რუსულმა რეჟიმმა ევროსაბჭო დატოვა - ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება - ხაზარაძე
"ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნის მომავალს სწირავს" - ასე აფასებს "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "ოცნების" მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტას.
ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროსაბჭომ 29 იანვარს მიღებული მწვავე რეზოლუციით, მხარდაჭერა ოპოზიციას და ქართველ ხალხს გამოუცხადა.
„ოცნების“ რუსულმა რეჟიმმა ევროსაბჭო დატოვა - ასე იქცევა სამშობლოს მოღალატე თვითმარქვია ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ქვეყნის მომავალს სწირავს.
დღეს ჩვენ, გამარჯვებულ ოპოზიციას და ქართველ ხალხს ევროსაბჭომ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა და მოგვცა სრული ლეგიტიმაცია, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი ევროპული არჩევანის დასაცავად და რუსული რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად! მივაღწევთ მიზანს - აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ - წერს ხაზარაძე.
114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
- რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე.
დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა.