ჩეხეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა
ჩეხეთმა ივანიშვილის რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი დაასანქცირა - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ კუბერნატი პლატფორმა X-ზე წერს.
მისივე ცნობით, ჩეხეთმა შავ სიაში 2024 წელს გამართული საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელი შეიყვანა.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვინ მოხვდა სანქციათა სიაში.
ჩეხეთის მთავრობამ სანქციები დღეს მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენლის წინააღმდეგ, რომლებიც გასულ წელს გამართული საპროტესტო აქციების ძალადობრივი მეთოდებით ჩახშობაში მონაწილეობდნენ". - წერს პეტრ კუბერნატი.