"რასაც "ოცნება" აკეთებს, სირცხვილი და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ლაქაა" - ქადაგიძე

30.01.25 00:18
"რასაც "ოცნება" აკეთებს, სირცხვილი და თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ლაქაა" - ქადაგიძე

"რასაც "ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლები აკეთებენ, ეს არის სირცხვილი, ლაქა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში" - ასე აფასებს "ტვ პირველის" ეთერში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე მმართველი პარტიის მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტას.

ქადაგიძის თქმით, ევროსაბჭოში 29 იანვარს მიღებული მწვავე რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის დამსახურება.

რასაც ''ქართული ოცნების'' რეჟიმს წარმომადგენლები აკეთებენ, ეს არის სირცხვილი, ეს არის ლაქა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, რომელიც უნდა ჩამოვიშოროთ ძალიან სწრაფად. ბევრი შეცდომა დაუშვია ჩვენს ქვეყანას, ბევრი შეცდომა დაგვიშვია ჩვენ, მაგრამ არასდროს ესეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ ვყოფილვართ.

(რეზოლუცია) ეს არის იმ უწყვეტი პროტესტი დამსახურება. ყველა იმ ადამიანის დამსახურება, ვინც ბოლომდე იბრძვის და არ აპირებს დანებებას. ეს არის მარწუხების კიდევ უფრო შეკუმშვა, რომელმაც უნდა გამოაფხიზლოს ყველანი თუ კი ვინმეს გადარჩენას საღი აზრიო ''ქართულ ოცნებაში". უაღრესად კორუმპირებულ უტიფარ რეჟიმთან გვაქვს საქმე'', - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

114 მომხრე, 13 წინააღმდეგი - საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

  • რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა

მსგავსი სიახლეები