"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, ვის დაუწესა სანქციები ჩეხეთმა

30.01.25 00:34
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, ვის დაუწესა სანქციები ჩეხეთმა

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ სამ წარმომადგენელს დაუწესა ჩეხეთმა სანქციები 2024 წელს გამართულ საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევის გამო. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, სანქცირებულები არიან:

  • თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეფი, ზვიად ხარაზიშვილი
  • განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი "ხარებას" მოადგილე, მირზა კეზევაძე

ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, გერმანია და ახლა უკვე ჩეხეთი ევროკავშირის წევრი მეხუთე სახელმწიფოა, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს მომიტინგეების დევნა, წამება, ცემა და მოქალაქეთა უკანონოდ დაკავებები არ აპატია. 

რას გულისხმობს ჩეხეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციები?

ამიერიდან ზვიად ხარაზიშვილს, ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა და გადაადგილება აეკრძალებათ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებულ პირებს სხვა ქვეყნებში შესვლის დროსაც პრობლემები შეექმნებათ.

ჩეხური მედია წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ სანქციები ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო დააწესა. მათივე ცნობით, მანამდე შავ სიაში მხოლოდ ის პირები თუ ორგანიზაციები შეყავდათ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომის მხარდამჭერები იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები