საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას" - PACE-ს პრეზიდენტი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

30.01.25 10:09
საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას" - PACE-ს პრეზიდენტი "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დელეგაციის გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას. 

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების წინსვლას"- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. 

დოკუმენტის მიხედვით, ეს მოთხოვნები ივანიშვილის ხელისუფლებამ აპრილამდე უნდა შეასრულოს, მანამდე კი ევროსაბჭოში "ოცნების" დელეგაციას შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. 

ევროსაბჭოს მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

მსგავსი სიახლეები