ლორდი დონ ტუიგი: "ქართული ოცნება" ქართველებისთვის ქართულ კოშმარს ჰგავს

30.01.25 10:25
ლორდი დონ ტუიგი: "ქართული ოცნება" ქართველებისთვის ქართულ კოშმარს ჰგავს

ლორდთა პალატის წევრი ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, პირდაპირ ამბობს, რომ  "ქართული ოცნება" ქართველებისთვის ქართულ კოშმარს ჰგავს.

  • დონ ტუიგი "ქართული ოცნების" იმ გადაწყვეტილებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს მიერ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" თქვა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს.

საქართველოს წარმომადგენლებმა ამ კვირაში მონიტორინგის კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას ნათლად განაცხადეს, რასაც არ უნდა ვიტყვით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ახალი არჩევნები არ იქნება. არანაირი ცვლილება არ იქნება. ჩვენ გვითხრეს, რომ არ არსებობს პოლიტპატიმრები და არ არის სასტიკი თავდასხმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებზე.

რა სახელია - "ქართული ოცნება". ქართველებისთვის ეს უფრო ქართულ კოშმარს ჰგავს.
მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანებზე ძალადობა არ ყოფილა. შეხედეთ ამ ფოტოებს. დამსხვრეული სახეები და მოტეხილი ძვლები. საქართველოში ხელისუფლების მოწინააღმდეგეების მიმართ იყო ძალადობა"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები