მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
განცხადება ამის შესახებ ქსელში გავრცელდა.
"გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდ შეშფოთებას იწვევს. ვიმეორებ, რომ საქართველოს მთავრობამ უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, ვინც უკანონოდ იქნა დაპატიმრებული ან დაკავებული.
დემონსტრაციებზე მომუშავე ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმის ფაქტები უნდა გამოიძიონ და ჩამდენებმა პასუხი აგონ...", - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-19 დღეა, შიმშილობს.