ბადრი ჯაფარიძე: ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, ოცნებამ დააყენა რეალობა - კუდამოძუებული ევროპიდან

30.01.25 12:10
ბადრი ჯაფარიძე: ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად, ოცნებამ დააყენა რეალობა - კუდამოძუებული ევროპიდან

ცრუ დევიზის - „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა - „კუდამოძუებული ევროპიდან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. 

ჯაფარიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილებაა. 

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის თანახმად, ამ უმნიშვნელოვანესი ევროპული ორგანოს საპარლამენტო ასამბლეამ სრულად დაუჭირა მხარი ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის და საქართველოში კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის.

„ეს რეზოლუცია ერთხმად იქნა მიღებული და იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს არის ზუსტად ის რეალობა, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, როდესაც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ქვეყანა სრულად იზოლირებულია ცივილიზებული სამყაროსგან. ცრუ დევიზის - „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ დააყენა რეალობა - „კუდამოძუებული ევროპიდან“. ეს არის ის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ძალადობრივი პოლიტიკური ნაბიჯებიდან გამომდინარე დააყენა. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას, მშვიდობის დამყარებას და ჩვენი ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამისთვის მიიღეს ის მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები