ზურაბიშვილი: რუსეთის ახლო მეგობრები და ივანიშვილის მონები - ეს არის დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული წესითა და სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესების შესახებ პლატფორმა X-ზე წერს.
"როგორ შეიძლება, პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა" - აღნიშნავს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და წერს, რომ დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები ივანიშვილის მონები და რუსეთის ახლო მეგობრები არიან.
როგორ შეიძლება, რომ ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? ეს დიქტატურაა. ეს არის საქართველოს დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები - რუსეთის ახლო მეგობრები და ივანიშვილის მონები". - წერს სალომე ზურაბიშვილი.