"საწოლს არის მიჯაჭვული"- შვილის თქმით, სინდისის პატიმარ დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

30.01.25 15:25
"საწოლს არის მიჯაჭვული"- შვილის თქმით, სინდისის პატიმარ დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

 

 

პროევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ინფორმაცია "ტვ პირველს" დაკავებულის შვილმა მიაწოდა. 

ბიჭია ლომიძე ამბობს, რომ გლდანის ციხეში მოთავსებულ მამას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. 

"მამაჩემი, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით პირველ დეკემბერს დააკავეს, ეს მუხლი 4-დან 7 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ახლა არის ასეთი სურათი:  ცემიდან გამომდინარე, საწოლიდან ვერ დგება. ჩვენ რა დონეზეც ინფორმაცია მოგვაწოდეს, იქაური ექიმი დახმარებას უწევს, თუმცა მედიკამენტებმა შვება ვერ მისცა, პირიქით დაამძიმა. კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება სჭირდება. ორი კვირაა, დამძიმდა და საწოლიდან საწოლს არის მიჯაჭვული"- ამბობს პატიმრის შვილი. 

ლომიძეს გდდ-ის თანამშრომლებზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლას ედავებიან.

სასამართლომ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, 1-ელ დეკემბერს დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პატიმრობაში 21 იანვარს დატოვა.
 

მსგავსი სიახლეები