კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან... - სალომე ზურაბიშვილი
კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან... - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს:
კითხვა მაქვს დე ფაქტო ორბელიანების სასახლის დროებით მდგმურთან: როცა ამ თანამდებობის ფასად გაიძულებენ (არ მინდა ვიფიქრო ამას ნებით და შეგნებით აკეთებდეთ) პირველივე დღიდან რეპრესიულ კანონებს ხელი მოაწეროთ (პრევენციული დაკავება, შეკრების და მანიფესტაციის შეზღუდვა, საჯარო სამსახურის პოლიტიზირება, პოლიციაში დასაქმებისას პროფესიული კრიტერიუმების მოხსნა…), შემდეგ 600 ზე მეტ პატიმრის სხვისი ბრძანებით უშვებდეთ (ამას შეწყალება აღარ ჰქვია და ამნისტია პრეზიდენტის დისკრეცია არაა) და დღეს - ყველაზე სამარცხვინო - წარბის შეუტოკავად იმ ადამიანებს აჯილდოვებთ, ვინც თქვენს შვილების ტოლებს უსწორდებოდნენ და ვისაც სისასტიკე დამსახურებად ჩაეთვალათ", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხელ ყაველაშვილმა, ხალხის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული შსს-ს სანქცირებული მაღალჩინოსნები "ღირსების ორდენით" დააჯილდოვა.
- ყველაშვილმა ჯილდო გადასცა მათ შორის ჩეხეთის მიერ სანქცირებულ ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს. დაჯილდოებულთა შორის არიან ვახტანგ გომელაური და პოლიციის შეფი, თეიმურაზ კუპატაძე.
- ასევე, ერთ-ერთი დაჯილდოებულია გდდ-ს შეფი, ზვიად ხარაზიშვილია, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც სპეცრაზმის მაღალჩინოსანი იყო - კაცი ორი გვამის ვიდეოდან "ქართულმა ოცნებამ" დასჯის ნაცვლად ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
- დაჯილდოებულთა შორის არის ასევე გომელაურის მოადგილე, მიხეილ ჭელიძე, მეტსახელად "მოზგი", რომელიც "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით, ერთ-ერთი იყო, ვინც დარბევების ბრძანებებს გასცემდა. ამას ადასტურებს "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული რაციის ჩანაწერები.
როგორც ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შსს-ს მაღალჩინოსნები "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის", ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.
ვინ დაჯილდოვდა ღირსების ორდენით - სრული სია:
- ვახტანგ გომელაური;
- შალვა ბედოიძე;
- ალექსანდრე დარახველიძე;
- გიორგი ბუთხუხი;
- იოსებ ჭელიძე;
- თემურ კუპატაძე;
- ვაჟა სირაძე;
- სულხან თამაზიშვილი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“);
- მილერი ლაგაზაური;
- მირზა კეზევაძე.