სანქცირებული რეჟიმის ახალი სკანდალი - ორბელიანების სასახლის ატრიბუტიკიდან ევროკავშირის დროშები გაქრა

30.01.25 17:01
სანქცირებული რეჟიმის ახალი სკანდალი - ორბელიანების სასახლის ატრიბუტიკიდან ევროკავშირის დროშები გაქრა

სანქცირებული რეჟიმის ახალი სკანდალი - ორბელიანების სასახლის ატრიბუტიკიდან ევროკავშირის დროშები გაქრა. იმ დროს, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები  მოქალაქეების წამებაში მხილებულ ძალოვანების შეფებს აჯილდოვებდნენ, ჩანს რომ მათ ზურგს უკან მხოლოდ საქართველოს დროშა და გერბი იყო. თუმცა არც კადრებში და არც ფოტოსურათებში არ ჩანს ევროკავშირის არც ერთი დროშა, რომელიც ყველა პრეზიდენტის დროს ატრიბუტიკის შემადგენელი ნაწილი იყო. 

ოფიციალურ ატრიბუტიკაში, ევროკავშირის დროშების გამოყენებით საქართველოს პრეზიდენტები გამოხატავდნენ საკუთარ სურვილს და მიზანს, რომ გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ არიბუტიკიდან ევროკავშირის დროში გაქრობა "ოცნების" საგარეო კურსს მიანიშნებს. 

მალე ისინი საქართველოს დროშასაც გააქრობენ და ერთი დროშა რომელიც მათ ფონზე უკან გამოჩნდება იქნება ალბათ, რუსეთის - აცხადებს ოპოზიციონერი.

ყაველაშვილი არის თვითმარქვვია პრეზიდენტი. ახლა ის ვის დააჯილდოებს და რას გააქრობს თავისი ოთახიდან ამას არ აქვს რეალურად მნიშვნელობა, მაგრამ მიანიშნებს, თუ ზოგადად, რა საგარეო კურსის მატარებელია "ქართული ოცნება" და მათი დასმული თითმარქვია პრეზიდენტი. მალე ისინი საქართველოს დროშასაც გააქრობენ და ერთი დროშა რომელიც მათ ფონზე უკან გამოჩნდება იქნება ალბათ, რუსეთის ფედერაციის დროშა", - ამბობს გია ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები