ივანიშვილის 12 წლის წინანდელ ტყუილებს ფარდა აეხადა - "ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეთიშება
"ქართული ოცნების" ისტორიული კრახი - ოლიგარქის 12 წლის წინანდელ ტყუილებს ფარდა აეხადა. ევროკავშირის შემდეგ ოცნება ახლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ეთიშება.
ბიძინა ივანიშვილი პირველად და უკანასკნელად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომათა დარბაზში 2013 წელს გამოვიდა. ხელისუფლებაში მოსული "ოცნების" თავმჯდომარე სტრასბურგში იმისთვის ჩავიდა, რომ ევროპელებისთვის პირობა მიეცა, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაძლიერდებოდა, სასამართლო გათავისუფლდებოდა და კანონის უზენაესობას დაიცავდა. ამ გამოსვლიდან 11 წლის შემდეგ, მან ყველაფერი პირიქით გააკეთა.
1999 წლიდან დღემდე ქვეყნის ევროსაბჭოში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არცერთი ხელისუფლების დროს დამდგარა. ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვების შემდეგ, გუშინ მოვისმინეთ თეა წულუკიანის განცხადება. ოლიგაქრის დეპუტატმა მთელს ევროპას ამცნო, რომ რეჟიმს აღარ უნდა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა.
დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.