"თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს" - ბათუმში პროტესტი გრძელდება

30.01.25 20:31
"თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს" - ბათუმში პროტესტი გრძელდება

აჭარის არალეგიტიმური მთავრობის სახლთან, სადაც ბოლო 24 საათია კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა - ცივი ღამის მიუხედავად, მოქალაქეები კვლავ თორნიკე რიჟვაძის კაბინეტის წინ იმყოფებიან და მეორე ღამის გათენებას გეგმავენ. 

"თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა პოლიტპატიმარს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ ადგილზე მიტანილი მოქალაქეებს, რომლებიც ასევე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

ბევრი არაფერი ვიცით ჩვენ. ვიცით ის, რომ ჩაუტარეს კვლევები, მაგრამ ანალიზის პასუხი როგორია, არ ვიცი. ზეპირსიტყვიერად გვეუბნებიან, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია იმისათვის, რომ სიმშვიდე გვქონდეს. რეალურად ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის საფრთხის ქვეშ. აუცილებელია, კვალიფიციური ექიმები უწევდნენ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგს. ადვოკატისგან დღეს შევიტყვეთ, რომ მანძილის გამოვლა გაუჭირდა. ყოველი დილის გათენების გვეშინია, რომ რაიმე ცუდი ინფორმაცია არ მივიღოთ", - ამბობს ეთერ თურაძე. 

მსგავსი სიახლეები