საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი- ესტონეთის საგარეო

30.01.25 21:31
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი- ესტონეთის საგარეო

ესტონეთი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.

ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია“, - წერია გნაცხადებაში.

მედიის თავისუფლება თავისუფალი საზოგადოების ხერხემალია. ესტონეთი, როგორც "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარე, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ჟურნალისტების უფლებები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები