ყველა რეზოლუციას თუ მითითებას, ევროპის ორგანოებიდან გამოსასვლელად იყენებს - ბაჩიაშვილი ივანიშვილის გეგმაზე საუბრობს

30.01.25 22:20
ყველა რეზოლუციას თუ მითითებას, ევროპის ორგანოებიდან გამოსასვლელად იყენებს - ბაჩიაშვილი ივანიშვილის გეგმაზე საუბრობს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანშვილი ყველა რეზოლუციას თუ მითითებას, ევროპის ნებისმიერი ორგანოდან, ამავე ორგანოებში მუშაობის შესაჩერებლად იყენებს.

როგორც ბაჩიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, ოლიგარქი ყველანაირად ცდილობს, რომ “საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მყოფი ქვეყნის დონეს მიუახლოვდეს, რათა მერე უფრო იოლად შეურთდეს ნებისმიერ მის აზროვნებაში თანამედროვე საბჭოთა კავშირის აღორძინების მცდელობებს.“

“ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს იმას, რასაც ჩვენ ბოლო ათასწლეულების მანძილზე ვაშენებდით“, - ამბობს ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილის მტკიცებით, ივანიშვილს ტოტალური კონტროლი სჭირდება ყველაზე და ყველაფერზე და “ვინც მას არ მიჰყვება ის არის მოღალატე და აგენტი.“

ივანიშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს იმას, რასაც ჩვენ ბოლო ათასწლეულების მანძილზე ვაშენებდით. მას უნდა სრულად საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მყოფი ქვეყნის დონეს მიუახლოვდეს, რათა მერე უფრო იოლად შეურთდეს ნებისმიერ მის აზროვნებაში თანამედროვე საბჭოთა კავშირის აღორძინების მცდელობებს. ყველა რეზოლუციას თუ მითითებას, ევროპის ნებისმიერი ორგანოდან იყენებს იმისთვის, რომ ამ ორგანოებიდან გამოვიდეს, შეაჩეროს მუშობა, რადგან ესაა მისი გეგმაა.

მას უნდა ტოტალური კონტროლი. მის თავში კანონიც და ყველაფერიც მისგან გამომდინარეობს, თუ ნებისმიერი რამ მის ტოტალურ კონტროლს ეწინააღმდეგება, ეს არის ცუდი და მის დემონიზებას ახდენს. ამას უნერგავს თავისივე გუნდის წევრებს და მარიონეტებს.

2 წლის წინ ევროკავშირმა მკაფიოდ დაანახა, რომ თავისი ავტოკრატული მისწრაფებებით, საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებდნენ. შესაბამისად, მაშინ გახდა მისთვის ცნობილი, რომ ივანიშვილის პერსონა შეუთავსებელია ევროკავშირთან, ამიტომ მას სჭირდებოდა გეგმა, როგორ დაადემონიზირებდა ევროკავშირს, როგორ დააბრალებდა მას ომში ჩათრევას, გარე ძალების ჩარევას და ამის შეთხზვა როგორც დაიწყო და ამ ნარატივის გაგრძელება, უნდოდა, მეც ამის ნაწილი გავმხდარიყავი, რაზედაც მე უარი ვუთხარი და აქედან დაიწყო ჩვენი უთანხმოება.

ივანიშვილმა მთელი ერი მოატყუა. გადაუხვია იმ ყველა დაპირებას, რომელიც გასცა, მას უნდა რომ მთელი ეს გუნდი, რომელსაც მთელი 12 წელი ფილტრავდა, მას მიყვეს, ვინც არ მიყვება ის არის მოღალატე და აგენტი, - განაცხადა ბაჩიაშვილმა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები