ჩვენს კოალიციას ჰყავს ბევრი ტიპის შემომწირველი, დონორი, მაგრამ არცერთს პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია - მელია

30.01.25 23:43
ჩვენს კოალიციას ჰყავს ბევრი ტიპის შემომწირველი, დონორი, მაგრამ არცერთს პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია - მელია

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა მელია მათი კოალიციის დაფინანსებაზე საუბრობს და განმარტავს, თუ რა გზით ფინანსდებიან ისინი.

როგორც მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, კოალიციას ჰყავს ბევრი ტიპის შემომწირველი და დონორი, თუმცა, არცერთ მათგანს მათ პარტიაზე პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია.

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში რესურსის დახარჯვა აუცილებელია კომპონენტია, ლიდერების ფუნქციაც ეგაა, რომ ფინანსური რესურსი მოიპოვოს. ამ კოალიციას ჰყავს ბევრი ტიპის შემომწირველი, დონორი, მადლობა ღმერთს, არცერთ მათგანს პოლიტიკური გავლენა არ ჰქონია. ამ პროცესში თუ რამე სიძლიერედ მიმაჩნია, ეს არის მორალური უპირატესობა, ნადვილად მიუღებელია ჩემთვის ოლიგარქიული გავლენები და უფრო მეტიც, დაუშვებელია. პოლიტიკური კორუფცია ერთ-ერთია, რომელიც დასამარცხებელია ამ ქვეყანაში.

ფინანსების მობილიზება ურთულესია. ბევრი ადამიანია ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ვინც რეჟიმის მოწინააღმდეგე ძალებს დახმარებას უწევს. იმედი მაქვს, მომავალში გაცილებით მეტს შევძლებთ. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ნიკა გილაურზე, ბევრი სხვადასხვა ტიპის და მასშტაბის პარტნიორი ჰყავს კოალიცია “ცვლილებებს“. გადახედეთ კოალიციის სიას, პარტიას, სადაც ერთი ადამიანი მაინც თუ არსებობს, ვინც ან ბიზნესთან არის დაკავშირებული, ან ფულის გამოა სიაში. ის ადამიანები ნუ დასვამენ ამ კითხვებს, სიაში ადგილების გაყიდვა ტრადიციად რომ დაამკვიდრეს. 

ნეტავ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოთხმაგი ხარჯის გაწევა შევძლოთ. მართალია ივანიშვილს ფულით ვერ დაამარცხებ და მის დასამარცხებლად სიმართლე და ღირსებაა საჭირო, თუმცა ფინანსები გჭირდება ელემენტარულ ხარჯებში, რათა შეძლო მუშაობა“, - აღნიშნა მან. 

 

მსგავსი სიახლეები