ვინ შედის ოლიგარქის 150 კაციან სიაში, ვისაც ციხეში გაშვებას უპირებენ - რას ამბობს ბაჩიაშვილი

31.01.25 11:26
ვინ შედის ოლიგარქის 150 კაციან სიაში, ვისაც ციხეში გაშვებას უპირებენ - რას ამბობს ბაჩიაშვილი

ვინ შედის ივანიშვილის 150 კაციან სიაში, რომელთაც ციხეში გაშვებას უპირებენ - გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს, თუმცა იცის, რომ ამ სიაში ბიზნესმენები, აქტივისტები, პოლიტიკოსები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან. მისი თქმით, ოლიგარქი ყველა იმ პირის დასჯას გეგმავს, ვინც მის წინააღმდეგ ხმას იმაღლებს. 

ამასთან, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ მზადდება არაერთი პროვოკაცია, მათ შორის, საუბარია ძალისმიერ მეთოდებზეც. 

ამ სიაზე მაქვს ინფორმაცია. ვერ დავასახელებ სახელებსა და გვარებს, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, თუმცა, შიგნიდან არის. მიდის მუშაობა იმაზე, რომ ბოლომდე გამოავლინონ ის ხალხი, ვისი დაჭერის შემთხვევაშიც, მათი აზრით, საყოველთაო პროტესტი ჩაიხშობა. სიაში არიან ბიზნესმენებიც, აქტივისტებიც, პოლიტიკოსებიც, კულტურის სფეროს მოღვაწეებიც. ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ამ პროტესტის სახეა, მაგრამ რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავონ, ყოველთვის ახალი ხალხი წამოიწევს ზედაპირზე იმიტომ, რომ ეს არის საყოველთაო პროტესტი. აქ არავის არც ფულს უხდიან და არც არავინ ფულის გამო არ დგას, ყველა საკუთარ ფასეულობებს იცავს. ყველანაირი სიბინძურე მზადდება, მათ შორის „საქმეები იკერება“. მზადდება პროვოკაციებიც. არაერთი პროვოკაცია ვნახეთ, მათ შორის, ყველა ძალისმიერ მეთოდზე არის საუბარი: დაშინება, დევნა, მოსყიდვა. რასაც კი შეძლებს, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს,  - განაცხადა ბაჩიაშვილმა.

გადაცემა "რეაქციაში" გუშინ გიორგი ბაჩიაშვილმა თქვა, რომ არსებობს გაურკვეველი, დაახლოებით, 150-კაციანი სია, რომელთა დაპატიმრებაც უნდა დაახლოებით იმ ხერხებით, რა ხერხებითაც მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. მისი თქმით, ამ ადამიანების დაპატიმრება თუ არ მოხდება, მაშინ ქვეყნიდან მაინც გაუშვებენ. 

მსგავსი სიახლეები