აქტიური საუბარი მიდის ივანიშვილის საყრდენი ბიზნესმენების დასანქცირებაზე - ბაჩიაშვილი

31.01.25 13:30
აქტიური საუბარი მიდის ივანიშვილის საყრდენი ბიზნესმენების დასანქცირებაზე - ბაჩიაშვილი

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი "პირველებთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საყრდენი ბიზნესმენების სამომავლოდ დასანქცირების თაობაზე ინფორმაციას ფლობს. 

"ივანიშვილისთვის მტკივნეული იქნება მის გარშემო არსებული ბიზნესმენების დასანქცირება" - ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი და დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში შავ სიაში არა მხოლოდ "ოცნების" ლიდერები, არამედ სასამართლოს, პროკურატურის, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც მოხვდებიან. 

მისთვის მტკივნეული იქნება მის გარშემო არსებული ბიზნესმენების დასანქცირება. ჩემთან უკვე არის გარკვეული ინფორმაციები, რომ მიდის აქტიური საუბარი მის საყრდენ ბიზნესმენების დასანქცირებაზე. ასევე მინდა გითხრათ, რომ სანქციები არ გაჩერდება მხოლოდ პირველ რგოლზე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე ვიხილავთ სანქციებს მეორე რგოლზე - სასამართლოში, პროკურატურაში, ძალოვნებში. ანუ, ის ხალხი, ვინც ბიძინას სახეს არის ამოფარებული და თითს ზემოთ იშვერს და ისე ჩადის დანაშაულებს, ისე ჯალათობს და ძალადობს თავის მოსახლეობაზე, აუცილებლად აღმოჩნდებიან სანქციებში", - ამბობს გიიორგი ბაჩიაშვილი. 

მსგავსი სიახლეები