"რაც ახლა ციხეში ხდება, ახლოს არის წამებასთან" - PACE-ს პრეზიდენტი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გამოცემა "ბათემელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კატეგორიულად მოითხოვს.
თეოდოროს რუსოპულოსი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მოშიმშილე ჟურნალისტის გისოსებს მიღმა გამოკეტვა არასამართლიანია.
"რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან" - აცხადებს თეოდოროს რუსოპულოსი და მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უდასტურებს.
მსურს, გამოვეხმაურო ერთ შემთხვევას, რომელიც კარგად არის ცნობილი თქვენი ხალხისთვის. ვსაუბრობ ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე. ის დაპატიმრებულია, შიმშილობს და ჩვენ - პირადად მე და ასამბლეა - ვითხოვთ საქართველოს მთავრობისგან, გაათავისუფლონ იგი. იმიტომ, რომ ეს არის არასამართლიანი, უსამართლო.
რაც ახლა მასთან დაკავშირებით ციხეში ხდება, ძალიან ახლოს არის წამებასთან. იმიტომ კი არ [უნდა გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი], რომ მე ამას ვითხოვ, როგორც პრეზიდენტი, არამედ იმიტომ, რომ ამავდროულად ეს არის გზა, რომლითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ნამდვილად პატივს სცემს ადამიანის უფლებებს", - განაცხადა თეოდოროს რუსოპულოსმა.