ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი სტრასბურგში და დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში - თინა ბოკუჩავა

31.01.25 17:25
ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი სტრასბურგში და დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში - თინა ბოკუჩავა

ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი სტრასბურგში და დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში,  როდესაც დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, - აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, პროდასავლურ ოპოზიციას მუდმივი კონტაქტი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთა, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტრიების არაღიარების პოლიტიკა განამტკიცონ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკურ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. იქნება ეს დიდი გამარჯვება, რომელიც საქართველომ მოიპოვა სტრასბურგში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რეჟიმი, მისი ემისრები და ოლიგარქია და გაიმარჯვა საქართველომ, სიმართლემ, თავისუფლებამ და დამოუკიდებლობა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები იმუშვებენ ყოველთვის ერთად. როდესაც ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვამარცხებთ რუსეთს. ჩვენ დავამარცხეთ რუსეთი სტრასბურგში და დავამარცხებთ რუსებს აქ, საქართველოში, როდესაც დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. 

რუსეთი დამარცხდა სირიაში, დამარცხდა მოლდოვაში, დამარცხდა რუმინეთში, აუცილებლად დამარცხდება უკრაინაში და აუცილებლად დამარცხდება საქართველოში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, აშშ დიდი ბრიტანეთი, უკრაინა თუ სხვა, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, იმისთვის, რომ განვამტკიცოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტრიების არაღიარების პოლიტიკა. ნაცვლად იმის, რომ ეს ანტიეროვნული ხელისუფლება მუშაობდეს ქვეყნის ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაზე, პირიქით, მათი არაღიარების პოლიტიკა მძიმდება ყოველდღიურად საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც რუსულ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად, რუსული სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო აღიარება არ აქვს. 

და ბოლოს, ყველა კომუნიკაცია სატელევიზიო,რ ა თემაზეც არ უნდა იყოს, უნდა დავსრულო, ტავისუფლება მზია ამაღლობელს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

მსგავსი სიახლეები