საქართველოს მეგობრებო, შემოგვიერთდით, რათა მზია ამაღლობელი "ოცნების" ციხისგან გადავარჩინოთ - ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე წერს.
"საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი "ოცნების" ციხისგან" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
თავისუფლება მზია ამაღლობელს. საქართველოს მეგობრებო, შემომიერთდით მე და ქართველ ხალხს, რათა გადავარჩინოთ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი “ქართული ოცნების” ციხისგან და გავათავისუფლოთ საქართველო ამ რუსული ერთპარტიული რეჟიმისგან. მზიას შიმშილობის მე-20 დღე!!!” , - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.
„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.