“სირიის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გამოთხოვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია“ - ბადრი ჯაფარიძე
ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში, მას შემდეგ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა და დაემხო მისი რეჟიმი, - ამის შესახებ კოალცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადი ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების ერთობლივი ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელი მეგობრების მეშვეობით, ოთხივე კოალიციური გაერთიანების ხელმოწერილი თხოვნა გააგზავნეს, იმასთან დაკავშირებით, რომ უკან იქნეს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება.
მე დავიწყებ მოწოდებით, რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.
ჩვენ გამოვიყენეთ ის შესაძლებლობა, რომელიც გაიხსნა ახლა სირიაში, მას შემდეგ, რაც დიქტატორი ასადი გაიქცა და დაემხო მისი რეჟიმი. ჩვენი ევროპელი მეგობრების მეშვეობით კომუნიკაცია დავამყარეთ და მივაწოდეთ ოთხივე კოალიციური გაერთიანების ხელმოწერილი თხოვნა, იმასთან დაკავშირებით, რომ უკან იქნეს გათხოვილი სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იმ მოცემულობაში, როდესაც ვხედავთ,რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აგრძელებს თავის იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას. ჩვენ ვნახეთ, რომ ამას წინ აღუდგა აფხაზი საზოგადოების ნაწილი, ასევე მათ უნდა მივმართოთ, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იმისთვის რომ უკან იქნეს გათხოვილი აღიარება სირიის ახალი ხელისუფლების მიერ. ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში, სადაც არის მშვიდობა და კეთილდღეობა და უნდა დასრულდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი ოკუპაცია რუსეთის მიერ, ამ გზაზე კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, სირიის მიერ აღიარების უკან გამოთხოვა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.