ივანიშვილს დასაჭერი პირების შავი სია აქვს გამზადებული - ბიზნესმენები ოლიგარქს ამხელენ

31.01.25 20:56
ივანიშვილს დასაჭერი პირების შავი სია აქვს გამზადებული - ბიზნესმენები ოლიგარქს ამხელენ

ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით, პროტესტით შეწუხებულ ივანიშვილს დასაკავებელ პირთა 150 კაციანი სია აქვს. აქ ის ხალხია, ვისი აქტიურობაც ივანიშვილის ნევრებს უშლის. ბაჩიაშვილი, რომელსაც ივანიშვილის გარემოცვასთან წლები აკავშირებს, ამბობს, რომ ამის შესახებ შიდა წყაროებიდან გაიგო. 

ან ციხე ან მორჩილება - ეს არის ივანიშვილის მართვის სტილი, - ამბობს ბაჩიაშვილი, რომელსაც 10 წელი ანდობდა მისთვის ყველაზე ძვირფას ფულს. ოლიგარქის კომპანიების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ რეჟიმის მსახურების დასანქცირება ივანიშვილს ყველაზე მეტად უხარია, რადგან ეს ხალხი ცივილური სამყაროსგან სრულ იზოლაციაში ექცევა და მათთვის ერთადერეთი ხსნა მხოლოდ ივანიშვილის სამხზურში ყოფნა რჩება.

ბაჩიაშვილი ივანიშვილის დასაკავებელთა 150-კაციან სიაში ერთ-ერთია. მისი საქმე ამის კლასიკური მაგალითია. ივანიშვილი ბაჩიაშვილს მისი კუთვნილი ბიტკოინების მითვისებას ედავება, თუმცა ამ გარიგების დამადასტურებელი დოკუმენტი ბუნებაში არ არ არსებობს. პირიქით, საქმეში დევს ბაჩიაშვილის მიერ ქართუ ბანკში აღებული სესხის და მისი დაფარვის დოკუმენტები. საქმე დაჩქარებული წესით განიხილება სასამართლოში, თუმცა პროცესზე მისვლას და ბაჩიაშვილის პირისპირ დაჯდომას ივანიშვილი ჯერ კიდევ ვერ ბედავს.

სინქრონი: ბიძინას ადვოკატი 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები