ქონების გაყინვა, აქტივების დაბლოკვა და სამოგზაურო აკრძალვა - ოლიგარქს ბრიტანული სანქციები ახლოვდება

31.01.25 20:59
ქონების გაყინვა, აქტივების დაბლოკვა და სამოგზაურო აკრძალვა - ოლიგარქს ბრიტანული სანქციები ახლოვდება

ოლიგარქის გუნდი მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა საქმე ბრიტანულ სანქციებს ეხება. თუ სხვა დროს ივანიშვილის რეჟიმის ლიდერები ამბობენ, რომ სანქციების ჩალის ფასი აქვს, ახლა ყველაფერი პირიქით ხდება. ბრიტანული სანქციების ივანიშვილს და მის რეჟიმს ყველაზე მეტად ეშინია. დღეს კობახიძე ბრიტანეთს, პრაქტიკულად, რეპუტაციის განადგურებით ემქურებოდა თუ მათი პარტიის ლიდერს დაასანქცირებენ.

ბრიტანეთი ბიძინა ივანიშვილის პერსონალურად სანქცირებისთვის ემზადება. ოლიგარქის ქონების გაყინვა, აქტივების დაბლოკვა და სამოგზაურო აკრძალვა - ივანიშვილი ამ სცენარისთვის უნდა მოემზადოს. ბრიტანეთის მთავრობამ უკვე მიიღო მოთხოვნა ლორდთა პალატიდან, რომ ივანიშვილის ნაბიჯებს პასუხი გასცეს. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ლორდი მაიკ ჯერმანი ამბობს, რომ ივანიშვილს რუსი და ბელარუსი ოლიგარქებივით უნდა მოექცნენ.

ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ ამერიკელებიც. წერილი დევს უკვე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიდაზეც. კონგრესმენი ჯო ვილსონი ელოდება, როდის მიბაძავს ბრიტანეთი შეერთერბულ  შტატებს. "დაასანნქცირეთ ოლიგარქიული მჩაგვრელი, რომელმაც ხელი შეუწყო პუტინს!" - წერია წერილში. პარალელურად, ბრიტანეთის პარლამენტში დევს ცალკე წინადადება ივანიშვილის სანქცირებაზე, ამიტომ ოლიგარქმაც იცის, რომ ცოტა დრო აქვს. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები