ქართველები იცავენ საკუთარ მომავალს ევროპაში და არა რუსეთში, ამიტომ არ დაიღლებიან - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
ქართველები იცავენ საკუთარ მომავალს ევროპაში და არა რუსეთში, ამიტომ არ დაიღლებიან - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე წერს და პროტესტის 65-ე დღეს ეხმიანება:
"#პროტესტისაქართველოში მათთვის, ვინც შეიძლება ფიქრობდეს, რომ ქართველები, რომლებიც იცავენ თავიანთ მომავალს არა რუსეთში, არამედ ევროპაში, დაიღლებიან პროტესტით. არ იფიქროთ, რომ ეს ეგზისტენციალური ბრძოლაა. თქვენ არ დაიღლებით: შეხედეთ მასშტაბური პროტესტის 65-ე დღეს! #თავისუფლებამზიამაღლობელს". - წერს პრეზიდენტი.
ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, "მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით“.
„საქართველოს ევროპული მომავლის მიტაცების შეჩერების ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა", - წერს ზურაბიშვილი.
მეხუთე პრეზიდენტი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესებში ცვლილებებსაც ეხმიანება და ამ კონტექსტში საბჭოთა კავშირს ახსენებს.
"რეპრესიები საქართველოში. ქართველი დიპლომატების ჯერია: 27 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი დირექტივა გამოსცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომუშავეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს... რეტროაქტიური ეფექტებით. უკან სსრკ-ში," - წერს ზურაბიშვილი.