"ირაკლი დგებუაძე, შენ ისტორიის ანტიგმირი ხარ!" - ნინო კვიტაიშვილი პოლიციის მაღალჩინოსანს მიმართავს

01.02.25 13:12
"ირაკლი დგებუაძე, შენ ისტორიის ანტიგმირი ხარ!" - ნინო კვიტაიშვილი პოლიციის მაღალჩინოსანს მიმართავს

 

 

ირაკლი დგებუაძის პედაგოგი, ნინო კვიტაიშვილი მოშიმშილე მზია ამაღლობელის მიმართ არაადამიანური მოპყრობის განმახორციელებელ პოლიციის მაღალჩინოსანს "ტვ პირველის" ეთერიდან მიმართავს. 

თბილისის საკრებულოში ოპოზიციის წარმომადგენელი ირაკლი დგებუაძეს ეუბნება, რომ ის ისტორიის ანტიგმირია. 

"მზიამ რეჟიმს გაარტყა სილა და შენ საუბრობ იმაზე, რომ თურმე ტკივილი განიცადე. ეს უბრალოდ სირცხვილია" - მიმართავს ნინო კვიტაიშვილი მის ყოფილ მოსწავლეს. 

მინდა მივმართო ირაკლი დგებუაძეს. ირაკლი, ეს ბანერი გადმოვფინე მე. იქ წერია ჩემი სათქმელი. მე ვითხოვ პოლიტპატიმრების და მზია ამაღლობელის თავისუფლებას. მინდა იცოდე, რომ მზია ამაღლობელი დღეს წერს ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთს. ისოტრიას ყოველთვის ჰყავს გმირები და ანტიგმირები. მზია ამ ისტორიის გმირია. შენ ამ ისტორიის ანტიგმირი ხარ. მე შენ ისტორიას გასწვლიდი და ზუსტად მიხვდები, ახლა რას გეუბნები. შენ ვერ აიტანე რეჟიმისთვის გაწნილი სილა იმ ფონზე, როცა მაგალითად, ჩემზე თავდამსხმელი, რის გამოც ქირურგიული ოპერატია დამჭირდა, თქვენი სამართალდამცავი უწყების მიერ გამოკითხულიც არ არის. მზიამ რეჟიმს გაარტყა სილა და შენ საუბრობ იმაზე, რომ თურმე ტკივილი განიცადე. ეს უბრალოდ სირცხვილია", - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

ცნობისთვის, მოშიმშილე მზია ამაღლობელის, თემურ ქათამაძისა და სინდისის სხვა პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრებმა საკრებულოდან ბანერი გადმოფინეს. 

"თავისუფლება მოშიმშილე მზია ამაღლობელს და თემურ ქათამაძეს. თავისუფლება რეჟიმის ყველა პატიმარს" - წერია ბანერზე.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 21-ე დღეა, შიმშილობს.

„დემოკრატია არ არის საჩუქარი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს ყველაზე კარგად იცის და ეს გამოჩნდა ახლაც. შიმშილობა რომ შევწყვიტო, ჩავთვლი, რომ თანაზიარი ვარ ამ უსამართლობის“ - ასეთია ამაღლობელის ბოლო გზავნილი.

მსგავსი სიახლეები