შეხვედრა აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორთან - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბათუმში ჩადის

01.02.25 14:29
შეხვედრა აქტივისტებთან და სამოქალაქო სექტორთან - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბათუმში ჩადის

დღეს, 1 თებერვალს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმში  აქტივისტებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

მისი ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი "ბათუმელების" დაკავებული დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობისა და მხარდაჭერისათვის "ბათუმელების" რედაქციას ეწვევა, სადაც შედგება ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტთან ინტერვიუ. 

შეხვედრა გაიმართება ასევე, საპატიმროებიდან უკვე გათავისუფლებულ აქტივისტებთან და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული აქტივისტების ოჯახის წევრებთან. 
 
სალომე ზურაბიშვილი ბათუმის სახელმწფო უნივერსიტეტის წინ სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს მიმართავს, რის შემდეგაც ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტს დაესწრება.

მსგავსი სიახლეები