უილსონი: "ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი ქართველების სახლებს ჩხრეკს - სანქციები უნდა დაწესდეს, ტრამპი ამას გამოასწორებს"
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამოქალაქო აქტივისტების სახლებში ჩხრეკასა და მათი დაკავებების ფაქტს ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი ეხმაურება.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ავტორი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი არჩევნების გაყალბების შემდეგ სასოწარკვეთილად ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს.
"სანქციები უნდა დაწესდეს. ტრამპის ამას გამოასწორებს" - აღნიშნავს ჯო უილსონი.
ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი ჩხრეკს მამაცი ქართველების სახლებს და თვითნებურად აკავებს მოქალაქეებს, რომლითაც სასოწარკვეთილად ცდილობს, შეინარჩუნოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ. სანქციები უნდა დაწესდეს. ტრამპის ამას გამოასწორებს", - წერს ჯო უილსონი.
ცნობისთვის, დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. შსს-ს თანამშრომლებმა ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.
ისაკო დევიძე დააკავეს, ხოლო ილია ღლონტი დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთი მოქალაქის, სანდრო ჭითანავას სახლიც გაჩხრიკეს, რის შემდეგაც დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამასთან, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა აქტივისტი დანიელ ბულკაშვილი გაიტაცეს.