მიზნად ისახავს ბიუროს დისკრედიტაციას - სამხარაულის პასუხი გახარიას

14.09.21 11:17
მიზნად ისახავს ბიუროს დისკრედიტაციას - სამხარაულის პასუხი გახარიას

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას, პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით სამხარაულის ბიუროში პროვოკაცია მზადდებოდა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, გახარიას განცხადება  მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.

მსგავსი შინაარსის განცხადება ყოველგვარი მტკიცებულებისა და ფაქტობრივი მოცემულობის გარეშე არის უაღრესად დამაზიანებელი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციის მიმართ და მიზნად ისახავს ბიუროს და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციას.
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ფსიქოტროპულ ნივთერებებსა და ნარკოტიკულ საშუალებების ფაქტის დადგენის მიზნით,  ნარკოლოგიური გამოკვლევა ტარდება საერთაშორისო სტანდარტის ISO 17025 –ის და კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების შესაბამისად. გამოკვლევისას, გამოიყენება ბიოლოგიური მასალა (შარდი), რომელის მეშვეობითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენა ყველაზე ინფორმაციული და უტყუარია"
, - წერია განცხადებაში.

 

 

 

შეგახსენებთ, გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნარკოტესტს საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთებს და ამისთვის თმის ნიმუშს ჩააბარებს, მიღებულ შედეგებს კი გაასაჯაროვებს. 

მსგავსი სიახლეები