მადლობელი ვარ, რომ PACE-მა არალეგიტიმური “ოცნების” დელეგაცია იზოლაციაში მოაქცია, ყველა ასე უნდა მოიქცეს - უილსონი

02.02.25 10:21
მადლობელი ვარ, რომ PACE-მა არალეგიტიმური “ოცნების” დელეგაცია იზოლაციაში მოაქცია, ყველა ასე უნდა მოიქცეს  - უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით PACE-ის გადაწყვეტილებს იწონებს. ამის შესახებ ის პლატფორმა X -ზე წერს.

უილსონი მიიჩნევს, რომ ყველა ორგანიზაციამ მსგავსი ნაბიჯი უნდა გადადგას, რადგან საქართველოს გადარჩენის გზა ახალ არჩევნებზე გადის.

მადლობელი ვარ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) უარყო და იზოლაციაში მოაქცია არალეგიტიმური “ქართული ოცნების” დელეგაცია. ყველა ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს უნდა ქნას! ერთადერთი წინ მიმავალი გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია, - წერს უილსონი.

საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. PACE დოკუმენტით მოითხოვს, რომ მიმდინარე წლის აპრილამდე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჩაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.

  • რა წერია რეზოლუციაში? - ვრცლად იხილეთ მოცემულ ბმულზე

დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტდა

 

 

მსგავსი სიახლეები