ცივილიზებულ სამყაროში ივანიშვილის რუსული რეჟიმის არაღიარება შეუქცევადი პროცესია - ნაცვლიშვილი

02.02.25 12:15
ცივილიზებულ სამყაროში ივანიშვილის რუსული რეჟიმის არაღიარება შეუქცევადი პროცესია - ნაცვლიშვილი

ცივილიზებულ სამყაროში ივანიშვილის რუსული რეჟიმის არაღიარება შეუქცევადი პროცესია, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" აშშ-თვის პრიორიტეტულია და ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ მას კონგრესშ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. 

მთელი ცივილიზებული სამყარო ხედავს, რომ ქართველი ხალხი იბრძვის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის მომავალს წყვეტდნენ საქართველოს მოქალაქეები და არა რუსი ოლიგარქი. ამის გამოხატულებაა არაღიარების აქტი. არ არის სტანდარტული ის, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ხოლმე კონგრესში ამა თუ იმ საკანონმდებლო ინიციატივას, მაგრამ ეს ინიციატივა არის იმდენად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე პარტიის მხრიდანა აქვს მას მხარდაჭერა, რაც მიუთითებს თავისთავად იმაზე, რომ ძალიან სწრაფად წავა ეს პროცესები და ივანიშვილის რუსული რეჟიმის არაღიარება უკვე იქნება შეუქცევადი საკითხი ცივილიზებული სამყაროსთვის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ამერიკის კონგრესში კიდევ 4 მხარდამჭერი ჰყავს. კერძოდ, 2 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კონგრესმენები.

ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდელო მაცნეს ვებ გვერდზე იძებნება. ქართული ოცნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მხარს უჭერენ: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი და ემანუელ ქლივერი.

„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.

მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით წარუდგინა.

 

მსგავსი სიახლეები