ამერიკულ არაღიარების აქტს მოყვება ევროკავშირის არაღიარების აქტი - გიორგი ბუტიკაშვილი
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიორგი ბუტიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკილ არაღიარების აქტს, ევროკავშირის არაღიარების აქტიც მოჰყვება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილს ჰქონდა იმედი, რომ რუსეთი საქართველოს ამბავს ტრამპთან დაალაგებდა, თუმცა იმედები გაუცრუვდა. მისი თქმით, სანქციების პირველი პრი ფაზის შემდეგ, ოლიგარქი უკვე ფინანსურ სანქციებსაც უნდა ელოდოს.
ამერიკა არის ხოლმე ყოველთვის ლოკომოტივი ამ პროცესების, შესაბამისად, ამერიკულ არაღიარების აქტს მოყვება უკვე მერე ევროკავშირის არაღიარების აქტი და ბრიტანეთზე, რომელთანაც ვმუშაობთ ასევე ინტენსიურად, რომ სანქციები დააწესონ. მათ ჰქონდათ იმედი რუსეთის, რომ რუსეთი და პუტინი დაალაგებდა ტრამპთან საქართველოს ამბავს და შესაბამისად, დალაგებაში იგულისხმებოდა, რომ ჩვენ დაგვტოვებდნენ რუსეთთან, რაც არ მოხდა და ვერ მოხდა. იმ ძალადობამ და რეპრესიებმა, რაც საქართველოში „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, მოიტანა უკურეაქცია. შესაბამისად, ივანიშვილს იმედები ამ ნაწილში გაუცრუვდა და მიიღო სანქციები ამერიკისგან, პირველი ფაზა, მეორე ფაზა და ველოდებით აქგერ უკვე, ფინანსურ სანქციებს, სვიფტის გათიშვას მისი კომპანიებისთვის, - ამბობს ბუტიკაშვილი.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ამერიკის კონგრესში კიდევ 4 მხარდამჭერი ჰყავს. კერძოდ, 2 დემოკრატი და 2 რესპუბლიკელი კონგრესმენები.
ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდელო მაცნეს ვებ გვერდზე იძებნება. ქართული ოცნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მხარს უჭერენ: მაიკლ ტურნერი, ლოიდ დოგეტი, მაიკლ ლოლერი და ემანუელ ქლივერი.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ კრძალავს „ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.
მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით წარუდგინა.