თქვენს გვერდით ვარ! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფოთში აქტივისტებს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

02.02.25 14:21
თქვენს გვერდით ვარ! - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ფოთში აქტივისტებს და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ფოთში ახალგაზრდებს, აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ადგილობრივებმა სოციალურ სივრცეში ,,ლიმენა” უმასპინძლეს და ფოთში პროტესტის მიმდინარეობისას ზეწოლის, დაშინებისა და შევიწროვების ფაქტებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვა და ამით პროტესტის ჩახშობაა.

პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პროტესტის მთავარი იარაღი არის საზოგადოება, ხალხის ერთად დგომა, მხარდაჭერა, სოლიდარობა და სულიერი შემართება. მისი თქმით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გაშლილი და მასში საქართველოს ყველა რეგიონია ჩართული, რაც ძალიან დასაფასებელია, რადგან ვიცით, რომ რაც უფრო პატარაა ქალაქი, მით უფრო რთულია აქტივიზმი.

მე ვარ თქვენს გვერდით, თქვენთან და ბოლომდე ერთად ვიქნებით!, — განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები